2015-04-28 16:41:23, 514 ნახვა
საზოგადოება
„ლიდერბეთმა“ მოჭიდავე ვახტანგ ბლაგიძის საღამო მოაწყო
ონლაინ ტოტალიზატორმა და კაზინო „ლიდერბეთმა“ პროექტ „ქართული სპორტის ლიდერების“ ფარგლებში, ქართველ მოჭიდავეს, ოლიმპიურ ჩემპიონ ვახტანგ ბლაგიძეს უმასპინძლა.
შეხვედრა „ლიდერბეთის“ ცენტრალურ ფილიალში გაიმართა.
ღონისძიებას სპორტის ფედერაციის წარმომადგენლები, სპორტსმენები და ვახტანგ ბლაგიძის მეგობრები დაესწრნენ.
საღამოზე დამსწრე საზოგადოებამ ვიდეო-ფირებისა და ფოტოების საშუალებით მოჭიდავის წარმატებული კარიერა გაიხსენა.
ვახტანგ ბლაგიძე - ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე (52 კგ). XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980, მოსკოვი), მსოფლიოს ორგზის (1978, 81), ევროპის ორგზის (1978, 80), სსრკ (1981) და მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1977), მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან