2015-04-25 09:31:16, 647 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს გიორგი ჯანელიძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.
ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნათესავები და მეგობრები დახვდნენ.
სამშობლოში ჩამოსვენებამდე გიორგი ჯანელიძეს სამოქალაქო პატივი კიევის ცენტრში მიაგეს.
სამგლოვიარო ცერემონიას კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დაღუპული სამხედროს თანამებრძოლები და უკრაინის მოქალაქეები ესწრებოდნენ. სამოქალაქო პანაშვიდზე კიევში დაღუპული ქართველი სამხედროს მეუღლეც იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, ქართველი სამხედრო გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. ის ბატალიონ „აზოვში“ მსახურობდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან