22:53 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 18:19:20, 501 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო: ვცდილობთ, საოკუპაციო ხაზის მოსახლეობისთვის განსხვავებული მიდგომა გამოვიყენოთ

„ჩვენ მართლაც ვცდილობთ, საოკუპაციო ხაზის მოსახლეობისთვის განსხვავებული მიდგომა გამოვიყენოთ“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, განსხვავებული მიდგომა გამოიხატება იმაში, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობა ჯანდაცვის საკითხებში უფრო მეტი სერვისებით სარგებლობენ, ვიდრე ანალოგიური მომსახურების პაკეტის მქონენი.

„ვცდილობთ, რომ ამ ინდივიდუალური დახმარების პროგრამით გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა“, - აღნიშნა სერგეენკომ.

რაც შეეხება სოციალურ დახმარებებს, მინისტრის თქმით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ამ მხრივ ადგილობრივ დონეზე უწყებას პრობლემები აქვს. „ძალიან რთული იყო სოციალური მუშაკების სრული გაკონტროლება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics