13:38 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 11:17:21, 1156 ნახვა

კომენტარი
ხადური: ძირულა, ხარაგაული, მოლითი, ჩუმათელეთის გზის მშენებლობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკთან ძირულა, ხარაგაული, მოლითი, ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციის დაწყებაზე, მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ხადურის განმარტებით, საუაბრია 50 კილომენტრიან მონავეთზე, რომლის ღირებულებაც  80 მილიონ დოლარია:

 „აღნიშნულ გზას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ისევე როგორც ამ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. რეალურად გამოაცოცხლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ამ სოფლებს. ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება აზიის განვითარების ბანკთან, ჩვენ ავიღებთ საკმაოდ საინტერესო პირობებით ფინანსურ რესურსს, ეს არის 24 წლიანი, მათ შორის 13 წელი იქნება შეღავათიანი პერიოდი“, - აღნიშნა ხადურმა.

ხადურის ინფორმაციით,  ეს იქნება ახალი ავტომაგისტრალის, რომლის მშენებლობა  დაიწყება, რიკოთიდან არგვეთამდე, პარალელური გზა:

„როდესაც რიკოთის უღელტეხილზე ხდება რაღაც მოვლენები, ამის გამო, პრაქტიკულად შეფერხებულია ხოლმე მოძრაობა, ამიტომ, მნიშვნელოვანია აღნიშნული გზის რეაბილიტაცია. ჩვენ დაწყებული გვაქვს ეს მოლაპარაკება აზიის განვითარების ბანკთან, ავიღებთ საკმაოდ საინტერესო პირობებით ფინანსურ რესურსს, ეს არის 24 წლიანი, მათ შორის 13 წეილი იქნება შეღავათიანი პერიოდი. საკმაოდ დაბალი განაკვეთით იქნება აღებული”,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics