|
2016-11-02 16:36:59, 1248 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რატიანი: „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდეს
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. რატიანის თქმით, მას შემდეგ რაც პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიციები „ქართული ოცნების“ პოზიციებს დაშორდა, მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება შეეკვეცათ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, ასევე ბიძინა ივანიშილისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს. მათ იციან, რომ 2018 წელს ისინი უბრალოდ დამარცხდებიან, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდეს. მას შემდეგ რაც მარგველაშვილის პოზიციები დაშორდა „ქართულ ოცნების“ პოზიციებს, პირველად მცდელობაც ჰქონდათ იმისა, რომ გარკვეულწილად შეეკვეცათ მარგველაშვილის უფლებამოსილება“,-განაცხადა სერგო რატიანმა.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)