00:29 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 13:52:26, 1023 ნახვა

მსოფლიო
პეტრო პოროშენკო: უკრაინა მზად არის, ფრონტზე ნებისმიერ დროს დაბრუნდეს

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინული არმია მზად არის ფრონტის ხაზზე დაბრუნდეს, იმ შემთხვევაში თუ მინსკში მიღწეული შეთანხმება არ შესრულდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
პოროშენკოს განცხადებით, უკრაინულმა მხარემ უკვე დაიწყო სამხედრო ტექნიკის გამოყვანა აღმოსავლეთ უკრაინიდან.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ სამხედრო ტექნიკის გამოყვანა. ეს არის პირველი გადაგმული  ნაბიჯი მინსკში მიღწეული შეთანხმების განხორციელებისთვის, მაგრამ თუ მინსკში მიღწეული შეთანხმება არ განხორციელდება, ჩვენი მებრძოლები ნებისმიერ დროს მზად არიან დაბრუნდნენ დონბასში და იბრძოლონ ფრონტის წინა ხაზზე“,-განაცხადა პოროშენკომ.
ცნობისთვის, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსმა სეპარატისტებმა  ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების ტექნიკის გაყვანა დაიწყეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics