18:52 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 12:01:14, 737 ნახვა

სამართალი
საქართველოში შემოტანილ თურქული წარმოშობის ქათმის ხორცში პათოგენები აღმოაჩინეს

საქართველოში სომხეთიდან იმპორტირებულ თურქული წარმოშობის ქათმის ხორცში პათოგენები აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„23 თებერვალს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარის მიერ, ვეტერინარული კონტროლის მონიტორინგის გეგმის თანახმად, სომხეთიდან იმპორტირებულ თურქული წარმოშობის „ქათმის გაყინული მექანიკურად განცალკევებული ხორციდან“ აღებულ ნიმუშში ლაბორატორიულად დადასტურდა „პათოგენები, მათ შორის, სალმონელები“, რაც დაუშვებელია“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ინფორმაცია, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიეწოდა.

 საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მავნებელი სურსათი  განადგურებას ან უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics