2016-05-13 22:42:13, 1110 ნახვა
მსოფლიო
შეერთებული შტატები და ხუთი ევროპული ქვეყანა რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას მხარს უჭერს
ამერიკის შეერთებული შტატები და ხუთი ევროპული ქვეყანა რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას მხარს უჭერს.
როგორც "როიტერი" იუწყება, ბარაქ ობამას განცხადებით, ამერიკისა და ხუთი ევროპული ქვეყნის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხს მხარი დაუჭირეს.
სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ლიდერებთან ბარაქ ობამას შეხვედრისას ასევე შეთანხმდნენ, რომ რუსეთისთვის დასავლეთის სანქციები მხოლოდ მაშინ მოიხსნება, როდესაც მინსკის შეთანხმება შესრულდება.
ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების ვადა ივნისში იწურება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან