20:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-01 12:40:38, 4084 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის ბიტკოინი ელექტროენერგიის ფასების ზრდის მიზეზია

„ივანიშვილის ბიტკოინები ელექტროენერგიის ფასების მკვეთრი ზრდის მიზეზია“, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ის თავის Facebook გვერდზე წერს:

„შევარდნაძის დროს ელექტროენერგია არ იყო, რადგან მისი ენერგეტიკის მინისტრები, რუსეთის ჩუბაისებთან ერთად, ენგურის ჰიდროელექტროსადგურიდან ელექტროენერგიას თურქეთში ყიდდნენ.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ანატოლი ჩუბაისი შემხვდა და იგივე სქემის გაგრძელება შემომთავაზა. ჩემი პასუხი, რა თქმა უნდა, გასაგები იყო, რის შემდეგაც ჩუბაისმა საჯაროდ „რუსოფობი“ მიწოდა, მაგრამ საქართველოს ახლა ელექტროენერგია აქვს.

კალაძემ, მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა და შემდეგ მერმა, განაახლა თავისი სქემები, რათა ფული ეშოვა რუსებთან, მათ შორის თაღლით მაქაცარიასთან.

ეს, ივანიშვილის ბიტკოინებთან ერთად, ელექტროენერგიის ფასების მკვეთრი ზრდის მიზეზია. როგორც კი ისინი გაქრება, ელექტროენერგია ისევ გაიაფდება. გმადლობთ ყურადღებისთვის“, - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქისთვის სამომხმარებლო ელექტროენერგიის ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics