18:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-01 11:37:24, 4474 ნახვა

სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, პაკისტანის, უზბეკეთის, ჩინეთის აზერბაიჯანის, ნიგერიის, ბულგარეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, განას, კონგოს, ტაილანდისა და  სხვა სახელმწიფოების - ჯამში 103 მოქალაქე.

ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარე შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის მხოლოდ მარტის თვეში 360, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში 904  უცხოელი არალეგალის გაძევება განხორციელდა საქართველოდან.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics