22:32 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-19 12:02:50, 2229 ნახვა

პოლიტიკა
სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ ოპერატორის წინააღმდეგ „ტროტუარის საქმე“ შეწყვიტა

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა რადიო თავისუფლების ოპერატორის, ზურაბ (ზუკა) ხიდაშელის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული საქმე. გადაწყვეტილება თორნიკე კაპანაძემ მიიღო.

გამოცემის ცნობით, შსს-ს იურისტები ამტკიცებდნენ, რომ ხიდაშელს პარლამენტთან არსებულ ტროტუარზე მუშაობა მხოლოდ ფოტო- ან ვიდეოგადაღების დროს შეეძლო.

„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ მათ პლატფორმებზე გამოქვეყნებული მასალა, რომელიც ადასტურებდა რომ ოპერატორი 18 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, საქმეს მტკიცებულებად დაერთო.

ხიდაშელი შსს-მ 4 სექტემბერს 5000 ლარითაც დააჯარიმა, თუმცა ეს „რადიო თავისუფლების“ თანამშრომელმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც მის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამართალწარმოება დაიწყო. ეს ჯარიმა მან, ინფორმაციის მიღებისთანავე, გაასაჩივრა.

„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ ორივე შემთხვევაში – 2025 წლის 4 სექტემბერსაც და 18 დეკემბერსაც – ხიდაშელი, როგორც რადიო თავისუფლების ოპერატორი ასრულებდა სარედაქციო დავალებას და აშუქებდა საპოტესტო აქციას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics