11:51 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-13 19:05:28, 675 ნახვა

პოლიტიკა
ჰოლანდი: მოვუწოდებთ საქართველოს, რომ აღადგინოს სასამართლო დამოუკიდებლობა

ვენაში გამართულ ეუთოს მუდმივ საბჭოზე გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, ნილ ჰოლანდმა, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, აღადგინოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლები.

ელჩმა ეს განცხადება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორის ანგარიშის განხილვისას გააკეთა.

როგორც ჰოლანდმა აღნიშნა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები რეგიონული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია და ყველა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი დაცვა.

„გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, გააუქმოს კანონები, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და გაათავისუფლოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით დაკავებული პირები,“ - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი აგრძელებს თანამშრომლობას ეუთოს ინსტიტუტებთან, მათ შორის ODIHR-თან, რათა გაძლიერდეს დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და სტაბილურობა რეგიონში.

ჰოლანდმა კრიტიკულად შეაფასა ადამიანის უფლებების მდგომარეობა რუსეთში, ბელარუსსა და საქართველოში, ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ ეს ქვეყნები ვალდებულნი არიან დაიცვან ეუთოს პრინციპები.

„ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იარსებებს მყარად, თუ პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს,“ - აღნიშნა დიპლომატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics