10:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-10 14:06:55, 466 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების არალეგიტიმური დეპუტატი მერაბ ტურავაზე: ეგ პიროვნება არ ვიცი

ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ არ იცის, ვინ არის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფი მერაბ ტურავა.

ჟურნალისტმა მას მერაბ ტურავას KriPoz-ის (კრიმინალური პოლიტიკის ჟურნალის) საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, რაზეც ლევან მაჭავარიანმა თქვა, რომ "წარმოდგენა არ აქვს ამ თემაზე".

"ვინ არის, [მერაბ ტურავა] ბოდიში? მართლა არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს მაგ თემის და რა კომენტარი გავაკეთო. იმდენად წარმოდგენა არ მაქვს მაგ თემაზე, რომ კომენტარს არ ვაკეთებ ხოლმე, თუ საერთოდ არ ვიცი თემა. ანუ, არც ეგ პიროვნება არ ვიცი. მე ნამდვილად არ ვიცი მერაბ ტურავა რატომ ამოიღეს რედაქტორობიდან. არ ვიცი, მართლა", - თქვა მან. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფი მერაბ ტურავა KriPoz-ის (კრიმინალური პოლიტიკის ჟურნალის) საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოიღეს - გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები საჯაროდ არ არის ცნობილი.

"ქართველი იურისტებისთვის მერაბ ტურავას გადაყენება მკაფიო სიგნალი უნდა იყოს, რომ მათ დაიკავონ კანონისა და სამართლიანობის მხარე“ - აღნიშნული იყო Tiflis24-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics