16:08 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-28 19:40:23, 945 ნახვა

მსოფლიო
ბალტიისპირეთის კომპანიები რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ აწვდიდნენ საწვავს — LRT

ლიტვის მაუწყებლის LRT-ის ჟურნალისტებმა გამოავლინეს ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის კომპანიების ქსელი, რომლებიც რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებს საწვავს აწვდიდნენ და კრემლს ნავთობის სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდნენ.

გამოძიების თანახმად, Fast Bunkering ჯგუფმა ორი საწვავის შევსების გემი, Rina და Zircone გამოიყენა.

2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მარტამდე მათ საწვავი 286 ტანკერს მიაწოდეს, რომელთაგან სულ მცირე 159 რუსეთის პორტებში შევსებამდე ან მის შემდეგ შეჩერდა.

კიევის ეკონომიკის სკოლის ანალიტიკოსმა ანატოლი კრავცევმა დაადასტურა, რომ ამ გემებიდან სულ მცირე 20 „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტიპიური წარმომადგენელია. ამ გემებს საერთაშორისო დაზღვევა არ აქვთ და სანქციების კოალიციის ქვეყნების იურისდიქციის გარეთ მყოფი მფლობელების საკუთრებაა.

ფორმალურად, ეს ტანკერები იმ დროს სანქციების ქვეშ არ იმყოფებოდნენ, მაგრამ მოგვიანებით ბევრი მათგანი ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შავ სიებში აღმოჩნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics