12:39 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-27 17:15:12, 1326 ნახვა

კომენტარი
პოლონელი ევროპარლამენტარი ოცნებას- თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში არმონაწილეობასა გამოეხმაურა.
“ქართული ოცნების“ დელეგაცია ერევანში ევრონესტზე არ გამოცხადდა. გასაკვირი არ არის – როდესაც თქვენი 2024 წლის „არჩევნები“ გაყალბებულია და თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა“, – წერს X-ზე კშიშტოფ ბრეიზა.
კშიშტოფ ბრეიზა პასუხობს „ქართული ოცნების“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილს, რომელმაც ევრონესტს კრიტიკული წერილი გაუგზავნა. კშიშტოფ ბრეიზას განცხადებით, „ქართულ ოცნება“ „მტრულად განწყობილებს“ გვეძახიან ევროპარლამენტარების იმის გამო, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან.
“სინამდვილეში, სწორედ მათივე მტრობაა დემოკრატიისა და ევროპის მიმართ, რაც მათ იზოლაციაში აყენებს.
მე ერევანში ვარ, რათა წარმოვადგინო ის ღირებულებები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები დღემდე სწამთ – თავისუფლება, სიმართლე და ევროპული მომავალი.” – წერს X-ზე კშიშტოფ ბრეიზა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics