09:52 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-05 17:04:51, 1218 ნახვა

პოლიტიკა
ექიმის ინფორმაციით, ორბელიანზე დაშავებული შსს-ს თანამშრომლებიდან კლინიკაში ამჟამად რჩება ორი

 ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, ანი დალაქიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ათონელის სასახლესთან აქციის მონაწილეებს და შსს-ს წარმომადგენლებს შრის მომხდარი არეულობის შედეგად დაშავებული პოლიცილების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დალაქაშვილის ცნობით, ერთ-ერთ პოლიციელს აღენიშნება ქალა ტვინის ტრავმა.

"ამ დილით პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი კონტაქტური და ადეკვატურია. გუშინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, პაციენტთან გამოვლინდა ქალა ტვინის ტრავმა. კერძოდ, სისხლჩაქცევა. მარჯვნივ საფეთქლის ძვლის ხაზოვანი და ფრაგმენტული მოტეხილობა.

ამ დილით კვლავ ჩატარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დადებითი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, პაციენტი რაიმე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს, გრძელდება მკურნალობა და იმყოფება ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ. ხვალ იგეგმება პალატაში გადაყვანა. აქციიდან სულ ხუთი დაშავებული გვყავდა კლინიკაში. სამი ამბულატორიული მეთვალყურეობით გაეწერა ბინაზე. კიდევ ერთი პაციენტი განაგრძობს ჩვენთან მკურნალობას მსუბუქი ტვინის შერყევით". - უთხრა ჟურნალისტებს ექიმმა.

ცნობისთვის, პოლიციელების მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში მისული იყო ივანიშვილის შს მინისტრი გეკა გელაძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას თქვა, რომ 2 პოლიციელის მდგომარეობა გუშინ საკმაოდ მძიმე იყო, დღეს კი შედარებით დასტაბილურდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics