13:12 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-24 12:24:20, 889 ნახვა

სამართალი
კაცი რომელიც ცოლს და არასრულწლოვან შვილებს სისტემატურად სცემდა დააკავეს

პოლიციამ აჭარაში ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ირკვევა რომ კაცი მეუღლეს და მის არასრულწლოვან შვილებს სისტემატურად სცემდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ბ.შ. ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მათ შორის მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებითაც.
გამოძიებით, ასევე, დგინდება რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან შვილებსაც.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითა და 11 პრიმა 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics