03:12 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 15:42:06, 768 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ისრაელით უკმაყოფილო ვარ, არც ირანით ვარ კმაყოფილი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ორივე ქვეყანამ - როგორც ისრაელმა, ასევე ირანმა დაარღვია.

Fox News-ის ინფორმაციით, ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის, რომ ეს განზრახ გააკეთეს.

მისივე თქმით, „უკმაყოფილოა“ ისრაელითა და ირანით და „ნამდვილად უკმაყოფილოა“ ისრაელით.

„ჩვენ უნდა დავამშვიდოთ ისრაელი, რადგან დღეს დილით მათ მისია გააგრძელეს. ისრაელი უნდა დავამშვიდო. როგორც კი თქვენგან წავალ, ვნახავ, შევძლებ თუ არა მის შეჩერებას“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, როგორც კი შეთანხმებას მიაღწიეს, ისრაელმა ბომბების დიდი რაოდენობა ჩამოაგდო.

„ასეთი რამ არასდროს მინახავს. ყველაზე დიდი რაოდენობა, რაც კი გვინახავს. ისრაელით უკმაყოფილო ვარ. არც ირანით ვარ კმაყოფილი. ორი ქვეყანა, რომლებიც იმდენ ხანს და ისე სასტიკად იბრძვიან, რომ არ იციან, რა ჯანდაბას აკეთებენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი მტკიცებით, ირანის ბირთვული შესაძლებლობები აღმოფხვრილია და თეირანი ვეღარასდროს აღადგენს თავის ბირთვულ პროგრამას.

ამასთან, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ისრაელს მოუწოდა, თავისი პილოტები უკან დააბრუნოს.

„ისრაელო. არ ჩამოაგდოთ ეს ბომბები. თუ ამას გააკეთებთ, ეს სერიოზული დარღვევა იქნება. წაიყვანეთ თქვენი პილოტები სახლში, ახლავე! დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, - დაწერა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics