06:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-21 13:10:57, 964 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განვიხილე

რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განვიხილე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გუშინ სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„სტამბოლში, პრეზიდენტ ერდოღანთან მოსაზრებების დეტალური გაცვლა შედგა. განვიხილეთ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული დინამიკა და მდგრადი დიალოგის მნიშვნელობა. სომხეთი ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობის ერთგული რჩება“, - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა X-ზე.

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, მხარეებმა თურქეთსა და სომხეთს შორის კონტაქტები, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მშვიდობისა და დიალოგის პროცესი და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

„შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მიღწეული კონსენსუსის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თურქეთი „ორმხრივად მომგებიანი“ პრინციპის თანახმად რეგიონის განვითარების მიზნით მხარდაჭერის გაწევას გააგრძელებს“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics