2025-06-18 11:52:30, 467 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - თეირანს ტორნადომ გადაუარა
ასე ეცემა დიქტატორული რეჟიმები, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი X-ზე წერს. „თეირანს ტორნადომ გადაუარა. ძალაუფლების სიმბოლოები იბომბება და იშლება, მათ შორის, მაუწყებლობის ორგანო და ძალიან მალე სხვა სამიზნე ობიექტები, ხოლო მოსახლეობა გარბის. ასე ეცემა დიქტატურები“, - წერს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.
ცნობისთვის, დღეს გამთენიისას, ისრაელმა 50-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავით ირანის ცენტრიფუგებისა და რაკეტების წარმოების ობიექტებზე დარტყმები განახორციელა.
„საჰაერო ძალების 50-ზე მეტმა გამანადგურებელმა, დაზვერვის დეპარტამენტის ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით, ბოლო საათებში თეირანის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელა“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,