13:52 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-17 17:47:09, 652 ნახვა

მსოფლიო
საქართველოს ეწვია რუსული ენერგოკომპანიის დელეგაცია, რომლის დირექტორი სანქცირებულია

რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის Россети-ს დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

კომპანიის დირექტორი, ანდრეი რიუმინი, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენად ითვლება, რის გამოც ის ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და უკრაინის მიერ არის სანქცირებული.

რუსულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა ქართული ენერგეტიკული კომპანიებისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

Россети-ს მიერ რუსულ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ დელეგაციის წევრები შეხვდნენ საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, SakRusenergo-ს წარმომადგენლებს. აღნიშნული კომპანიის 50%-ს Россети, ხოლო მეორე ნახევარს საქართველოს ხელისუფლება ფლობს. 

რუსული კომპანიის მიხედვით, შეხვედრაზე არსებული და სამომავლო ინვესტიციების გეგმები განიხილეს. ასევე, ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრის დროს ერთ-ერთი განხილვის თემა ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების ჩატარების პერსპექტივები იყო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics