12:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-16 18:33:23, 883 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი ისრაელისა და ირანის კონფლიქტში რუსეთის შუამავლობის წინააღმდეგია

ევროკომისიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ისრაელისა და ირანის კონფლიქტში რუსეთის შუამავლობის წინააღმდეგია.

როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა, ანუარ ელ ანუნიმ განაცხადა, თეირანთან ურთიერთობის გამო მოსკოვს არ შეუძლია, იყოს „ობიექტური შუამავალი“. მისივე თქმით, იანვარში რუსეთმა და ირანმა გააფორმეს შეთანხმება პარტნიორობის შესახებ, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებას.

ამასთან, ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, რუსეთს აქვს ნულოვანი ნდობა, რადგან აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და გაერო-ს წესდებას.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღიაა რუსეთის შესაძლო შუამავლობისთვის ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.

შეგახსენებთ, 13 ივნისს ისრაელმა დაიწყო მძლავრი დარტყმები ირანის ტერიტორიაზე. მათ შორის იერიშები განხორციელდა თეირანში მდებარე ობიექტებსა და ბირთვულ ცენტრებზე. დარტყები დღემდე გრძელდება. შედეგად მოკლულია ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი ხოსეინ სალამი, ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი მოჰამედ ბაღერი და სხვა მაღალჩინოსანი გენერლები, ასევე ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ირანელი მეცნიერები. ირანული მედიის მტკიცებით, საერთო ჯამში, ისრაელის დარტყმების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანია მოკლული.

თეირანმა ისრაელის დარტყმები „ომის გამოცხადებად“ შეაფასა და ისრაელის მიმართულებით ყოველდღიურად უშვებს ასობით დრონსა და ბალისტიკურ რაკეტას. ისრაელის არმიის ცნობით, 16 ივნისის დილის მონაცმებით, ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულია 24 და დაჭრილია 592 ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics