14:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-15 09:41:49, 771 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმების სერია დაასრულა

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა დაასრულა ფართომასშტაბიანი დარტყმების სერია თეირანში მდებარე რამდენიმე სამიზნეზე, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამასთან იყო დაკავშირებული.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ სამიზნეებს შორის იყო ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა, SPND-ის ბირთვული პროექტი და სხვა სამიზნეები, რომლებიც „ხელს უწყობდა ირანის რეჟიმის მცდელობას ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ და სადაც ირანის რეჟიმი მალავდა თავის ბირთვულ არქივს“.

ირანული საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმის“ ცნობით, ისრაელის დარტყმის შედეგად, ირანის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა, ასევე დაზიანდა SPND-იც.

ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ თეირანში ნავთობის საწყობი ისრაელის თავდასხმის ახალი სამიზნე გახდა. იქ ხანძარი გაჩნდა.

ისრაელელი ექიმების ცნობით, ირანმა, თავის მხრივ, ცენტრალურ ისრაელში დარტყმები განახორციელა, რასაც სულ მცირე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის სახანძრო-სამაშველო სამსახურების ცნობით, ირანის თავდასხმის შედეგად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე შენობა სერიოზულად დაზიანდა.

გარდა ამისა, CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის ოპერაცია ირანში შეიძლება გაცილებით დიდხანს გაგრძელდეს და განხორციელდეს შეერთებული შტატების ფარული თანხმობით.

თეთრი სახლისა და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაცია, სავარაუდოდ, „კვირები გაგრძელდება და არა დღეები“.

ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ოპერაციის ხანგრძლივობა არ გაუკრიტიკებია. თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყველამ იცის და ფარულად უჭერს მხარს ისრაელის გეგმებს.

საერთო ჯამში, კონფლიქტის ხანგრძლივობა ირანის პასუხზე იქნება დამოკიდებული, განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ისრაელს უთხრას, რა უნდა გააკეთოს თავდაცვის გარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics