2025-06-14 10:12:17, 918 ნახვა
მსოფლიო
IDF - ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ხელახლა გაუშვა.
IDF ისრაელის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ შემდგომ განკარგულებამდე თავშესაფარში დარჩნენ.
"მილიონობით ისრაელელი კიდევ ერთხელ მირბის თავშესაფარში, როდესაც ირანის მხრიდან რაკეტების მორიგი გაშვების შემდეგ სირენების ხმა მთელი ისრაელის მასშტაბით ისმის". - წერს IDF.
13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სამხედრო ოპერაცია "აღმავალი ლომის" ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად 200-მდე ავიაგამანადგურებელი გაიგზავნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,