2025-06-13 17:07:10, 686 ნახვა
მსოფლიო
რეზა ფეჰლევი მოუწოდებს ირანელ ხალხს აჯანყებისკენ აიათოლების წინააღმდეგ
რეზა ფეჰლევი, ირანის დამხობილი შაჰის ვაჟი და ერთ-ერთი გამორჩეული ოპოზიციური ლიდერი, მოუწოდებს ირანელ ხალხს აჯანყებისკენ აიათოლების წინააღმდეგ.
მისი მოწოდებაა: „გამოსავალია ისლამური რესპუბლიკის დამხობა ქუჩის საპროტესტო გამოსვლებითა და საყოველთაო გაფიცვებით.“
მისი განცხადებით, ალი ხამენეი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ანტი-ირანული რეჟიმის უგუნური ლიდერი, კვლავ ითრევს ირანს ომში, რომელიც არ არის ირანის და ირანელი ხალხის ომი.
,,ფეჰლევი მიმართავს არმიასა და უსაფრთხოების სამსახურებს: „ჩემი გზავნილი არმიის, პოლიციისა და უსაფრთხოების ძალებისკენ ნათელია: ეს რეჟიმი და მისი კორუმპირებული, არაკომპეტენტური ხელმძღვანელობა არ აფასებს არც თქვენს სიცოცხლეს და არც ჩვენს ირანს. გადექით გვერდზე და შეუერთდით ხალხს.'' -აცხადებს ოპოზიციის ლიდერი
ავტორი: ექსპრესნიუსი,