10:38 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 16:40:22, 685 ნახვა

მსოფლიო
ჰაკან ფიდანი - რუსეთ-უკრაინის ომის გარდამტეხ მომენტს ვუახლოვდებით

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი გარდამტეხ მომენტს უახლოვდება, სადაც ხანგრძლივი მშვიდობის წელს მიღწევის შანსი არსებობს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფიდანმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში მაისში გამართულმა მოლაპარაკებებმა დიპლომატიურ ინსტრუმენტებს ახალი განზომილება შესძინა.

„ომის გარდამტეხ მომენტს ვუახლოვდებით. როგორც 16 მაისს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დასაწყისში აღინიშნა, ჩვენს წინაშე ორი გზაა: ან თვალს დავხუჭავთ ამ ომის გაგრძელებაზე, ან ხანგრძლივ მშვიდობას მიმდინარე წლის განმავლობაში მივაღწევთ“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, თურქეთი სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის ტყვეების გაცვლას იმის ნიშნად აღიქვამს, რომ მოლაპარაკებებს, შესაძლოა, კონკრეტული შედეგები მოჰყვეს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა გამოაცხადა მზადყოფნა, გააგრძელოს მოლაპარაკებები 2 ივნისს და ამჟამად კიევში მიმდინარეობს მოსაზრებების გაცვლა შემდეგი შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics