13:20 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 16:58:21, 697 ნახვა

სამართალი
გიგი უგულავა ახალი ბრალის წაყენებას ვარაუდობს

გიგი უგულავა არ გამორიცხავს, რომ მას  ახალი ბრალი წაუყენონ. როგორც მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა,  თვენახევარში წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურება, ხელისუფლებას კი, მისი თავისუფლების ეშინია.
"დღეს, როდესაც ხელისუფლებას ელანდება ყველგან გადატრიალებები,  შავი ჭირის დღესავით ეშინია,  რომ ვიყო გარეთ.ივანიშვილს ვუსმინე. მთლიანად შთაბეჭდილება შემექმნა რომ მართლა საცოდავ დღეშია ეს ადამიანი იმდენად,  რამდენადაც ყველა კუთხე-კუნჭულში ელანდება გადატრიალება.თქვენთვის ციხეში ყოფნა არის დასტური ჩვენი სიმართლისა იმიტომ, რომ ყველას, ვინც დღეს ციხეშია, ადვილად შეეძლო ქვეყანა დაეტოვებინა. მე შეგნებულად წავედი ციხეში იმისთვის, რომ დავადასტურო- ვარ უდანაშაულო",-განაცხადა გიგი უგულავამ.
ადვოკატებმა პროცესის გადადება მოითხოვეს, რაც არ დაკმაყოფილდა.დღესვე დაცვის მხარე უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.
შეგახსენებთ,  პროცესზე უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაზე, სითი პარკისა და წინასაარჩევნოდ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარი ინციდენტის ეპიზოდებზეც იმსჯელებენ, რომელზეც ყოფილ მერს წინასაწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics