22:19 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 12:58:18, 690 ნახვა

რეგიონი
კასპში საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ კასპში საცურაო აუზის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, აუზის მშენებლობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

“პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დიდი და მცირე აუზის, ტრენაჟორების დარბაზის, 100 ადამიანზე განკუთვნილი ტრიბუნის, ასევე პერსონალის, მწვრთნელებისა და ექიმის ოთახების, გასახდელების, საშხაპეების, პარკინგის და გარე კაფეს მოწყობა.

საცურაო აუზი ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვისაც.
აუზის მშენებლობა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
პროექტს შპს “ართვინ ჯორჯია“ ახორციელებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და 2025 წელს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics