10:35 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 10:52:25, 483 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს აშშ, ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, თუ რას გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები,- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

როგორც ბორელმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესაძლო დაბრუნებისა და მის მიერ ომის დასრულების შესაძლებლობის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, "დაელოდება, ვიდრე ტრამპი კვლავ თეთრ სახლში დაჯდება", რათა მისი წინადადებები განიხილოს.

"ტრამპი ამ მომენტისთვის მხოლოდ კანდიდატია. დაველოდები, ვიდრე კვლავ დაჯდება თეთრ სახლში, რომ განვიხილო მისი წინადადებები. თავიდან არავის ეგონა, რომ უკრაინა წინააღმდეგობას გაუწევდა და რა შევთავაზეთ უკრაინას თავდაპირველად? ჩვენ შევთავაზეთ ჩაფხუტები, ახლა კი – F-16-ებს ვთავაზობთ. განსხვავება საგრძნობია, არა? ჩვენ უნდა გავაგრძელოთ. არ ვიცი, რას გააკეთებენ ან არ გააკეთებენ ამერიკელები, ახალი პრეზიდენტი, მაგრამ აქამდე ევროკავშირის მხარდაჭერა -  სამხედრო, სამოქალაქო, ეკონომიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული - უფრო დიდია, ვიდრე აშშ-სგან. 100 მილიარდ ევროზე მეტია ის თანხა, რომელიც ჩვენ გადავიხადეთ, საიდანაც 45 მილიარდი სამხედრო მხარდაჭერისთვისაა. რა თქმა უნდა, ეს ნაკლებია, ვიდრე აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერაა, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანი ციფრია“,- განაცხადა ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics