2024-09-21 11:37:15, 548 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსული მედია - რუსეთის ტვერის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს - განხორციელდა სარკინიგზო სადგურის ევაკუაცია
რუსეთის ტვერის ოლქში სარკინიგზო სადგური “სტარა ტოროპა“ ევაკუირებულია - ამის მიზეზი რაიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმაა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, გაჩერებულია რამდენიმე სამგზავრო მატარებელი, სხვები კი, მათ შორის, “მოსკოვი-ფსკოვი“ და “სანკტ-პეტერბურგი-სმოლენსკი“, ალტერნატიული მარშრუტით გადაადგილდებიან.
მანამდე ტვერის რეგიონის ხელმძღვანელმა, იგორ რუდენიამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ოლქის სამხრეთ-დასავლეთით.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქის დაბა ოქტიაბრსკიში რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 23-ე არსენალის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,