14:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 15:53:30, 1278 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - განახლებული „გმირთა ხეივანი“, ბათუმის სტადიონთან და მიმდებარე განვითარებასთან ერთად, ახალ სიცოცხლეს შესძენს ბათუმს და გახდება ქალაქის სავიზიტო ბარათი

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ბათუმში  გმირთა ხეივანში მწვანე დერეფნის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ბათუმში, გმირთა ხეივანში მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერეს.

პროექტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები" ფარგლებში მიმდინარეობს, ითვალისწინებს ,,გმირთა ხეივნის" რეაბილიტაციას. ხეივანში უკვე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი ხიდის მიწისქვეშა ხიმინჯები და რეკრეაციული სივრცეები.

„პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში ბათუმში, გმირთა ხეივანში აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. განახლებული გმირთა ხეივანი, ბათუმის სტადიონთან და მიმდებარე განვითარებასთან ერთად, ახალ სიცოცხლეს შესძენს ბათუმს და გახდება ქალაქის სავიზიტო ბარათი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამჟამად, მიმდინარეობს ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი ხიდების მშენებლობა, მთლიანი მწვანე დერეფნის საყვავილეებში მოქცევა, გამწვანების ზოლის, საფეხმავლო ბილიკის, სარწყავი სისტემის, განათების, სკამების და ხიდის ქვეშ კომერციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, ხეივანში მშენებარე სახიდე საფეხმავლო და ველო გადასასვლელი, საფეხმავლო პანდუსთან ერთად, უზრუნველყოფს უსაფრთხო კავშირს სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის.

პროექტით, ასევე, დაგეგმილია „გმირთა ხეივანში" არსებულ მემორიალის რეაბილიტაცია.

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics