14:16 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 13:10:50, 1152 ნახვა

რეგიონი
აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად აქტიური ტრენინგ-სემინარები მიმდინარეობს

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებს სასტუმროებისა და კვების ობიექტების მენეჯერების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების, მიმტანებისა და  გიდებისთვის ატარებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე კვირიდან კი ტრენინგების საგაზაფხულო სესიები სასტუმროების ადმინისტრატორებისთვისაც დაიწყება. დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგები უფასოა და მასზე დასწრება აჭარაში მოქმედი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია სერვისის განვითარების ოფიციალურ ვებპორტალზე http://serviceajara.ge/  უნდა გაიარონ.

„წელს, პირველად ჩატარდა ტრენინგები დამწყები თურქულენოვანი გიდებისთვისაც, რომლებმაც გიდის პროფესიასთან ერთად ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით მიიღეს თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა. ჯამში, ზოგადად გიდების გადამზადებისას 35-ზე მეტი დამწყები გიდმა გაიარა ტრენინგები. რაც შეეხება, ტურისტულის სექტორის სხვა წარმომადგენლებს მათ ცოდნა სერვისის საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით გაიუმჯობესეს. ტრენინგები ბათუმსა და ქობულეთში მარტიდან მიმდინარეობს. ჯამში, საგაზაფხულო სესიებისას 400-მდე სექტორის წარმომადგენელი გადამზადდება. წლის ბოლომდე  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებთან ერთად მასტერკლასებს, ვიდეოგაკვეთილებსა და ვორქშოპებს გეგმავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics