|
2023-03-24 13:00:01, 1479 ნახვა
კომენტარი
ბრეგაძე - „ნაცმოძრაობა" არ ტოვებს არცერთ შანსს, რომ არ გამოიყენოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
„ნაციონალური მოძრაობა" არ ტოვებს არცერთ შანსს იმისას, რომ არ გამოიყენოს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პატიმრობა იმისთვის, რომ რაიმე ფორმით მოახდინოს საკუთარი რეინკარნაცია",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სააკაშვილის თემაზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ავტომატურად ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხის პოლიტიზება „რაც ხდება მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო, ეს, რა თქმა უნდა, არახალია და მის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის შემდგომ დაიწყო მთელი ეს სერიალი, რომელიც დღემდე გრძელდება, და მაშინ გააქტიურდება, როდესაც მათ სიტუაციურად ეს აწყობთ. როგორც ყველანი ვხედავთ, როგორც კი პოლიტიკური სიტუაცია მეტ-ნაკლებად ქვეყანაში დაიძაბება – და ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერ დემოკრატიაში, არასოდეს არ არის აბსოლუტური სიმშვიდე, მაშინ ავტომატურად ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხის პოლიტიზება და, ბუნებრივია, ამით დაშლის პირას მყოფი „ნაციონალური მოძრაობა", საკმაოდ დაქსაქსული პარტია, ცდილობს, რაიმე ფორმით მიიპყროს ყურადღება. ანუ აქ ორ რამესთან გვაქვს საქმე: ერთი მხრივ, ამ ადამიანს უნდა, რომ იყოს თავისუფალი, და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა" არ ტოვებს არცერთ შანსს იმისას, რომ არ გამოიყენოს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პატიმრობა იმისთვის, რომ რაიმე სახის ფორმით მოახდინოს საკუთარი რეინკარნაცია. თუმცა, ბუნებრივია, ამის მცდელობის საშუალებას, ჩვენ მრავალგზის ვთქვით და ახლაც გავიმეორებ, მათ არ მივცემთ, რომ საქართველოში არ აღსრულდეს სასჯელი და არ აღსრულდეს სამართალი", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)