22:25 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 11:15:51, 1045 ნახვა

სხვადასხვა
სოზარ სუბარმა ზუგდიდსა და ქუთაისში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობები მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა ზუგდიდსა და ქუთაისში კორპუსების მშენებლობის პროცესი მოინახულეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდში 2 016 დევნილი ოჯახისთვის 26 თორმეტსართულიანი კორპუსი აშენდება. 2 კორპუსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, სადაც ბინას 144 დევნილი ოჯახი მიიღებს.სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია  „ტრანსმშენი“ ახორციელებს. 

ქუთაისში,  2000 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება.  2 კორპუსის მშენებლობა უკვე დაიწყო, სადაც ბინას  160 დევნილი ოჯახი მიიღებს.  სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია  „საბაკონსტრაქშენი“  ახორციელებს. 

უწყების ინფორმაცუიით, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარე სამუშაოების პარალელურად დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობაც. 

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მშენებლებსა და იქ დასაქმებულ მუშებს გაესაუბრა.ზუგდიდში მიმდინარე მშენებლობაზე 10  დევნილია დასაქმებული, ხოლო ქუთაისში - 7.  მშენებლობის მასშტაბებიდან გამომდინარე, ეს რიცხვები მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

ზუგდიდში მშენებლობის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2016 წლის 31 ნოემბერი, ხოლო ქუთაისში 1 ოქტომბერი. სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, სამუშაოები დაგეგმილზე ორი თვით ადრე დასრულდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics