23:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 14:47:28, 12564 ნახვა

ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძე - მედიკამენტ პლაქველინის თვალსაზრისით, სამკურნალო გაიდლაინში ცვლილება არ მომხდარა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მედიკამენტ პლაქველინის თვალსაზრისით, გაიდლაინში ცვლილება არ მომხდარა.

მისი თქმით, ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების სააგენტომ ერთადერთი რეკომენდაცია აღნიშნულ მედიკამენტს გაუწია.

„რაც შეეხება გაიდლაინში ცვლილებას, ძირითადი მედიკამენტის, პლაქველინის თვალსაზრისით ცვლილება არ მომხდარა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა შენიშვნები ექიმების, ექსპერტების თუ ცალკეული ჯგუფის მხრივ, რომ პლაქველინი შესაძლოა არ იყოს ისე ეფექტური კოვიდინფექციის დროს, როგორც ეს თავიდან ეგონათ და ასეთი კვლევებიც არის ნამდვილად. ამის მიუხედავად, ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების სააგენტომ, რომელიც არის მთავარი ორგანო  მსოფლიოში, რომელიც წყვეტს საკითხს, თუ რა მედიკამენტები უნდა იყოს გამოყენებული დაავდების დროს, მას არ შეუცვლია თავისი გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა ამ წლის 28 მარტს, სადაც რეკომენდაცია კვლევებში არსებული მედიკამენტებიდან ერთადერთი მისცა პლაქველინს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics