17:38 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-17 15:45:49, 379 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს

მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სინდისის 11 პირის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.

ზურაბიშვილი როგორც სასამართლო პროცესის მიმდინარეობას, ასევე, განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა.

„ისტორიაში შევიდა, შეიძლება ითქვას, განაჩენი გამოუტანა ამ რეჟიმს, რადგან ამის მერე აღარაფერი აკლია ამ რეჟიმს, რომ იყოს სრულყოფილი დიქტატურა, სადაც სასამართლო არ არსებობს. ყველამ ვიცით, რომ აქ არც ერთი ნიშანი დანაშაულის არ იყო, იყო გამოხატულება თავისუფლების, თავისუფალი აზრის. მათ არაფერი საერთო ერთმანეთში არ ჰქონიათ გარდა იმისა, რაც ციხეში გაუჩნდათ. ამიტომ არანაირი საფუძველი არაფრის არ იყო, ეს განაჩენი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ტოტალური განაჩენია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსჯავრდებულები, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ თეა ლეონიძემ მიიღო.

ლეონიძის განაჩენით, 11 ბრალდებული ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში გამართლდა, თუმცა, ისინი პირველი ინსტანციის მოსამართლის, ნინო გალუსტაშვილის განაჩენის მსგავსად, ჯგუფურ მოქმედებაში ცნო დამნაშავედ. შესაბამისად, მოსამართლე ლეონიძემ არც ბრალდებისა და არც დაცვის მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics