21:33 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 14:44:51, 1410 ნახვა

სხვადასხვა
BBC-ზე აჭარის შესახებ სარეკლამო რგოლი გადაიცემა - ვიდეო

Choose your favourite colour – ამ სლოგანით აჭარის შესახებ სარეკლამო რგოლი BBC World-ზე ტრიალებს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ტელეკომპანიის ეთერით აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლი „აჭარის ფერები“ გადის, რომლის განახლებულ ვერსიაზეც BBC-მ იმუშავა.

„გარდა BBC-სა, რეკლამას ვიწყებთ „ევრონიუსსა“ და „დოიჩე ველეზე“, რაც, სატელევიზიო რეკლამის გარდა, აჭარის შესახებ სიუჟეტების მომზადებას ითვალისწინებს.

ბუნებრივია, ამას დაემატება სატელევიზიო რეკლამა, გადაცემები და სიუჟეტები უკვე 16 სამიზნე ქვეყნის ადგილობრივ ტელევიზიებში.

ჩვენი სარეკლამო აქტივობები ასევე მოიცავს ონლაინ რეკლამას, გარე რეკლამას, სამიზნე ქვეყნებიდან ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების მოწვევას აჭარაში, რათა მათ უკეთ შეძლონ აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია ჩვენს პოტენციურ ტურისტებთან“, – აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics