2015-05-07 17:03:18, 714 ნახვა
ეკონომიკა
კახა კალაძის ინფორმაციით, ლონდონში ინვესტორთან ხუდონჰესთან დაკავშირებით მოლაპარაკება გაიმართა
ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის ინფორმაციით, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით ინვესტორ კომპანიასთან ლონდონში მოლაპარაკება გაიმართა.
როგორც კალაძემ საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა, მოლაპარაკება ხუდონჰესის პროექტის განხორციელებაში სახლემწიფოს წილობრივ მონაწილეობის საკითხს შეეხო.
„გუშინ ჩემი მოადგილე და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი ლონდონიდან დაბრუნდნენ, სადაც ინვესტორი კომპანიასთან იყო შეხვედრა. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფომ მიიღოს წილობრივი მონაწილეობა ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, რაც საზოგაოდებისთვის ცნობილი იქნება, თუ რა პროცენტით იქნება სახელმწიფო მონაწილე ამ პროექტის განხორციელებაში“, – აღნიშნა კალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან