11:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 10:57:43, 714 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულებს უძრავ ქონებასა და ფულად კომპენსაციას გადასცემს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულებს უძრავ ქონებასა და ფულად კომპენსაცია გადასცემს.

სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სტიქიის შედეგად დაზარალებული 15 ეკომიგრანტი ოჯახი, ბათუმში, თამარის დასახლებაში არსებულ ახალ სოციალურ სახლში ბინებს მიიღებს.

გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, ამავე მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 28-23 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად  დაზიანებული 210 შენობის (176-კერძო სახლი და 9 კორპუსი) აღდგენისათვის, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 88,977 ლარი გამოიყოფა.

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ბარაკი N-32-ში მცხოვრები, ხანძრის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახის ფინანსური დახმარებისათვის კი, 75 528 ლარი გაიცემა.

სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია, დასამტკიცებლად, უახლოეს დღეებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics