03:19 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 20:54:52, 707 ნახვა

სამხედრო
უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ინფო 2017“ დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „ინფო 2017“ დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მონაწილეებს სწავლების დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირადად მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები დაესწრნენ.

„ინფო 2017" სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2017" მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა.

 სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სამსახურის, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, კრიზისებისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სწავლების ფარგლებში საინფორმაციო გარემოს შექმნისთვის წლევანდელ სწავლებაში პირველად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთვნენ.

ერთკვირიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით ჰიბრიდული ომის პირობებში საინფორმაციო ოპერაციების წარმოების პრინციპებისა და კოორდინაციის დახვეწა წარმოადგენდა.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics