01:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 13:35:33, 524 ნახვა

საზოგადოება
საქართველო ეროპისა და აზიის მესამე სამთო კურორტების კონფერენციას უმასპინძლებს

2017 წელს, საქართველო ეროპისა და აზიის მესამე სამთო კურორტების კონფერენციას უმასპინძლებს, რომელიც გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გაიმართება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, აღნისნული კონფერენცია საერთაშორისო, ერთ-ერთი ფართო მასშტაბიანი ფორუმია.

მასზე წარმოდგენილი იქნება ევროპისა და აზიის ცნობილი და განვითარებადი ზაფხულისა და ზამთრის კურორტები.

ღონისძიებას 300-ზე მეტი სამთო კურორტის ხელმძღვანელი, ასევე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტი ტალებ რიფაი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

„ ევროპისა და აზიის რიგით მესამე სამთო კურორტების კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარიების კუთხით, თუ როგორია თანამედროვე მიდგომები და ტენდენციები საბაზრო და ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმარების მხრივ, რა ახალი ტურისტული პროდუქტები ვითარდება სამთო კურორტებზე სეზონის გახანგრძლივების მიმართულებით და რა ინოვაციური მეთოდები გამოიყენება სამთო კურორტების საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების მიმართულებით. კონფერენცია ასევე წარმოადგენს ძალიან კარგ შესაძლებლობას ინვესტორთა მისაზიდად ბიზნესის ამ სფეროში“, - აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან, უწყების ცნობით, ევროპისა და აზიის რიგით მესამე სამთო კურორტების კონფერენცია 2015 წლის 14-16 ოქტომბერს გაიმართება სამხრეთ კორეაში, ქალაქ ულსანში (იქ ჩატარდება 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა), სადაც ქართული მხარე გამართავს პრეზენტაციას 2017 წლის მასპინძელი ქვეყნის შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics