20:14 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 09:29:16, 1054 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი: ე.წ. კაბელების საქმის მიმდინარეობას განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდები

ე.წ. კაბელების საქმეზე  არასოდეს არანაირი პოზიცია არ გამომიხატავს, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობას პატივს ვცემ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მაგველაშვილმა ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში განცახადა.

მისი თქმით, როდესაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გადის, მის შინაგან რწმენასა და დიალოგში პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის კომენატრები არ უნდა ფიგურირებდეს.

„მე ამ საკითხზე არც ერთი პოზიცია არ დამიფიქსირებია. თუმცა, კითხვის ნიშნები პოლიტიკური ელფერის თაობაზე საზოგადოების მხრიდან დაისვა. არაერთმა პოლიტიკურმა ფიგურამ თავისი აზრი გამოთქვა და მეტიც, ისეთი დეტალები გაირჩა, რომელიც პირდაპირ ეთერში არ უნდა გარჩეულიყო. საქმე ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაშია. რამდენადაც მედიიდან ინფორმირებული ვარ, ამ საქმის ვექილები აპირებენ სააპაელაციოში საქმის შეტანას. შესაბამისად, არ მინდა, მოვლენებს დავასწრო. გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან,  ამ საქმის მიმდინარეობას განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდები",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics