16:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-17 12:32:46, 1523 ნახვა

პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი ოცნების დეპუტატის გურდულაძის შეურაცხყოფის საბაბით, 5 000 ლარით დააჯარიმეს

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატ არჩილ გორდულაძის შეურაცხყოფის საბაბით, 5 000 ლარით დააჯარიმეს.

საქმე ეხება „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც ჩერგოლეიშვილი არჩილ გორდულაძეს „თალიბანის სი*ს“ უწოდებს.

„სამწუხაროდ არ დამაპატიმრეს. შსს-მ ჯარიმა მოითხოვა და 5000 ლარიანი ჯარიმა დამადეს. ამ ფულს ამოვიღებ სტრასბურგით!“ — წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე დაწერილი სტატუსისთვის აჯარიმებენ. პირველ შემთხვევაში მას სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძისა და თეა წულუკიანისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics