10:40 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-31 09:21:30, 663 ნახვა

მსოფლიო
ლატვიის პარლამენტმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სტამბოლის კონვენციიდან გასვლას მისცა ხმა.

13 საათზე მეტი ხნის დებატების შემდეგ, სეიმის (ლათინური პარლამენტის) წევრთა უმრავლესობამ მეორე და საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა ქვეყნის გასვლას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციიდან, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც სტამბოლის კონვენცია, - იუწყება Delfi 

დოკუმენტი ოპოზიციონერი პარლამენტის წევრების და მმართველი კოალიციის ერთ-ერთი პარტიის, მწვანეთა და ფერმერთა კავშირის ხმებით იქნა მიღებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი კანონს ხელს არ მოაწერს, შესაძლოა ეს პროცესის დასასრული არ იყოს. სახელმწიფოს მეთაურს გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღე აქვს; მას შეუძლია კანონი პარლამენტს დაუბრუნოს.

კონვენციიდან გასვლის მომხრეები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი საზოგადოებას ყოფს და რომ ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა საერთაშორისო ხელშეკრულებების გარეშეც შეიძლება.

ერთი დღით ადრე, რიგაში, ლატვიის პარლამენტის შენობის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა სტამბოლის კონვენციის დენონსაციის გასაპროტესტებლად. დემონსტრანტებმა ხელისუფლება „რუსეთის კოპირებაში“ დაადანაშაულეს - მოსკოვმა სტამბოლის კონვენციას ხელი არ მოაწერა.

ლატვიამ მას 2016 წელს მოაწერა ხელი და 2024 წელს რატიფიცირება მოახდინა. 2011 წელს მიღებულ კონვენციას 39 ქვეყანამ მოაწერა ხელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics