|
2025-10-17 10:50:36, 1815 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-სი ჩასული უკრაინის პრეზიდენტი გაოცებულია ტრამპის განცხადებით Tomahawk“-ის გადაცემის თაობაზე
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ავიაბაზა ენდრიუსზე დაფრენიდან მალევე უკრაინის პრეზიდენტი გაოცდა, როდესაც შეიტყო ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ ის ესაუბრა პუტინს და დათანხმდა მასთან შეხვედრას უნგრეთში — ქვეყანაში, რომელიც ყველაზე ნაკლებად მეგობრულად არის განწყობილი უკრაინის მიმართ ევროკავშირში.“ ამის მიუხედავად, უკრაინის დელეგაციამ განაცხადა, რომ ისინი კვლავ იმედოვნებენ ტრამპის დადებით გადაწყვეტილებას ვიზიტის შედეგად „Tomahawk“-ის გადაცემის თაობაზე. რუსული მედია წერს რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ხუთშაბათს საღამოს მან მოლაპარაკებები გამართა სერგეი ლავროვთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ლანდაუსთან, ბუდაპეშტის სამიტისთვის მზადების განსახილველად. ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა ვაშინგტონის დროით 13:00 ზე დაიწყება (კიევის დროით 20.00-ზე) მოლაპარაკებები არაფორმალურ გარემოში, სადილზე გაიმართება და პრესისთვის დახურული იქნება. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი ფლორიდაში გაემგზავრება.
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)