19:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-07 13:55:18, 1437 ნახვა

კომენტარი
ზოდელავა - მშვიდობიანი რევოლუციის გარდა, გამოსავალი არ არსებობს

"მშვიდობიანი რევოლუციის გარდა, გამოსავალი არ არსებობს" -  თქვა ენმ-ს წევრმა, მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე, სადაც 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული 5 პირის: მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და ლაშა ბერიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. 

"უნდა გესმოდეთ, რომ ჩემი შინაგანი განწყობა, შფოთვა, მკარნახობს, რომ სხვანაირად შეუძლებელია. გამოსავალი აღარაა. სახელისუფლებო ბერკეტები თავიდან ბოლომდე მიტაცებულია. ამიტომ არ არის სხვა გზა გარდა იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ძალა იპოვოს და მშვიდობიანი რევოლუცია მოახდინოს.

საქართველოს უმრავლესობისთვის, პროევროპელებისთვის სივრცე არ რჩება. ყველა სახელმწიფო ბერკეტის ფლობა დიდი ძალაა, რომელიც შიშს თესავს. გადინების პრობლემა მწვავდება. მშვიდობიანი რევოლუციის გარდა, გამოსავალი არ არსებობს. ბიძინა სხვანაირად არ დათმობს. შიში მან ყველაზე მეტად თავისივე გუნდში დათესა. ბიუჯეტიც საქართველოს დაპყრობის ბერკეტად გადაიქცა." - განაცხადა სასამართლოს პროცესის მიმდინარეობისას მურთაზ ზოდელავამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics