02:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 12:28:21, 809 ნახვა

სამართალი
სასამართლოში ჟურნალისტებს კამერებით აღარ უშვებენ, ეზოსა და შენობაში გადაღება აკრძალულია

30 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლებს გადასაღებად არ უშვებენ. ჟურნალისტების ცნობით, ოპერატორებს მუშაობის შესაძლებლობა სასამართლოს ეზოს შესასვლელთან აქვთ. ეზოსა და შენობის ტერიტორიაზე გადაღება აიკრძალა. 

ცნობისთვის, 26 ივნისს, პლენარულ სხდომაზე III მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირეს სასამართლოს სხდომებზე მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის კანონპროექტს. საკითხს მხარი ივანიშვილის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

კანონი ოფიციალურად 28 ივნისს ამოქმედდა, მას შემდეგ რაც, ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი ვერსია, საკნონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. 

ახალი კანონის თანახმად, პროცესების გადაღების უფლებამოსილება ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. გარდა ამისა პროცესების ვიდეო, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია იუსტიციის საბჭოს ნებართვის შემდეგ იქნება დასაშვები. ამ დროისთვის უცნობია პროცედურა, რაზე დაყრდნობით გასცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნებართვებს, ან რომელ პროცესებს გადაიღებს თავად სასამართლო, როდის და რა ფორმით გაავრცელებს მას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics