2024-03-15 20:08:24, 1110 ნახვა
რეგიონი
კასპის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სოფლების ფერმა-ჩანგილარის დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებს გაეცნენ
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფლების ფერმა - ჩანგილარის დამაკავშირებელი გზის ასფალტ ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
კასპის მერიის ცნობით, 1 000 გრძივი მეტრი გზის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.
"პროექტი რეგიონის განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. რეაბილიტირებული გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
#საგზაოინფასტრუქტურაკასპი2024 ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),