22:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 17:56:47, 1751 ნახვა

სამხედრო
ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, თავდაცვის უწყება ახალგაზრდებთან აქტიურად მუშაობს - ბურჭულაძე

საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყების ინიციატივით არაერთი პროექტი მიმდინარეობს, სადაც ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ.

„წელს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით დავიწყეთ პროექტი „ჯარის ბანაკი“, რომელიც დაახლოებით 800-მა სკოლის მოსწავლემ გაიარა. ძალიან მაღალი იყო დაინტერესება და მასში მონაწილეობის სურვილი. მომავალ წელს ამ პროექტს კიდევ უფრო გავაფართოებთ,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ „ჩვენი ჯარის“ პროექტზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც სამხედროები ყოველწლიურად სტუმრობენ ასობით სკოლას და მოსწავლეებს სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებს აცნობენ.

„დეკადების განმავლობაში ანალოგიური პროექტი არ არსებობდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ ჯარის პოპულარიზაციის კუთხით, მეორეს მხრივ პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის“,- დასძინა ბურჭულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics