00:15 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-30 14:11:17, 1588 ნახვა

სამხედრო
ვაზიანის მე-4 ბრიგადაში მზის ენერგიის პანელების მოწყობა დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში სამხედრო ბაზებზე ევროსტანდარტების ფოტოვოლტური ელექტროსადგურების მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვაზიანში მდებარე მე-4 ქვეითი ბრიგადის სრულად რეაბილიტაციისა და მოდერნიზების შემდეგ, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა. ფოტოვოლტური ელექტროსადგური თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

"3 500 მ2 დამონტაჟებული პანელები, დაახლოებით, 500 კვ.ტ ენერგიას გამოიმუშავებს. საქართველოს თავდაცვის უწყებამ ფოტოვოლტური ელექტროსადგურის (მზის პანელები) პროექტის განსახორციელებლად გრანტი ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსგან მიიღო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 680 000 ევროა, რომლის 25%-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს, მათ შორისაა სამინისტროს მხრიდან პროექტირება, მონტაჟი, რომელიც სსსტც “დელტამ“ შეასრულა, აუდიტორიული კვლევის ჩატარება და საზოგადოების ინფორმირება. დარჩენილი თანხა კი, სააქციო საზოგადოებამ „ვიასოლის ენერგია“ გაიღო. პროექტი საკუთარი ელექტროენერგიის გამომუშავებას ითვალისწინებს, რაც საკმაოდ დაზოგავს უწყების ბიუჯეტის თანხებს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფოტოვოლტური ელექტროსადგურების მოწყობა თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებშიც იგეგმება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics